ზარქუა: დამტკიცდა, რომ ზურაბიშვილი რადიკალების პრეზიდენტია

19.02.24 15:46
 ზარქუა: დამტკიცდა, რომ ზურაბიშვილი რადიკალების პრეზიდენტია

დამტკიცდა, რომ ზურაბიშვილი რადიკალების პრეზიდენტია, - ასე აფასებს ირაკლი ზარქუა კოალიციური მმართველობის შესახებ პრეზიდენტის განცხადებას. მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ მსგავსი განცხადება ზურაბიშვილისგან პროვოკაციაა, რადგან ქართველი ამომრჩევლის უმეტესობა მხარს სწორედ "ქართული ოცნების" ერთპარტიულ მმართველობას უჭერს. 

კიდევ უფრო მეტად დამტკიცდა, რომ ის არის რადიკალების პრეზიდენტი. პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციას არღვევს, ის ჩვენთვის მიუღებელია. კვლევებით "ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ ჰყავს, 60%-მდეა რეალურად ჩვენი მხარდამჭერები ისე, რომ ჯერ არც დაგვიწყია საარჩევნო კამპანია. ამ დროს გამოდიხარ და კოალიციურ მმართველობაზე საუბრობ, ეს არის პროვოკაცია, მინიმუმ. არ სჭირდება "ქართლ ოცნებას" ვინმესთან კოალიცია. უფრო მეტიც, არც არის ამ ქვეყნისთვის საჭირო ამ მოცემულობისთვის კოალიციური მმართველობა, იმიტომ, რომ ჩვენ დღეს როგორც არასდროს ისე გვჭირდება მტკიცე ხელი, უმრავლესობა, რომელიც კიდევ უფრო მეტად მშვიდობას მოუტანს ცვენს ქვეყანას, - ამბობს ირაკლი ზარქუა. 

მსგავსი სიახლეები