"არაკორექტულია", "ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევაა" - წილოსანი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აკრიტიკებს

19.02.24 16:45
"არაკორექტულია", "ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევაა" - წილოსანი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აკრიტიკებს

"არაკორექტული იყო ჩვენი პარტნიორი ევროკავშირის ქვეყნის ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლის დავალება სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომ შეიწყალოს მიხელ სააკაშვილი," - ამ განცხადებით "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აკრიტიკებს.

საქმე ეხება რადოსლავ სიკორსკის განცხადებას, სადაც მან  პრეზიდენტ ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდა

არაკორექტული იყო ჩვენი პარტნიორი ევროკავშირის ქვეყნის ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლის დავალება სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომ შეიწყალოს მიხელ სააკაშვილი, რომელიც არის დამნაშავე და რომელიც სამართლიანად იხდის სასჯელს. ეს იყო ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევა და გარკვეულწილად, კანონის უზენაესობის პრინციპის არასწორი ინტერპრეტირება.

ამავდროულად, ჩნდება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი სინქრონულად ხდება და მას ნამდვილად ეს ხომ არ სჭირდებოდა, დავალებასავით მიეღო, რომ შემდეგ, მისი არა და არასოდეს გადაეთქვა", - თქვა წილოსანმა.

"თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ სააკაშილის გათავისუფლებაში", - ამ სიტყვებით მიმართა მიუნხენის კონფერენციაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მაღალჩინოსანმა პირდაპირ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ევროპელებისთვის საქართველოს მოდერნიზების სიმბოლოა და მის გათავისუფლებას მიესალმება ყველა, ვისაც ქვეყნისთვის კარგი უნდა. 

მსგავსი სიახლეები