ქუთაისში "ნამხავანჰესის" წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

14.03.21 13:00
ქუთაისში "ნამხავანჰესის" წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში  „ნამახვანის ჰესების კასკადის" სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტის მოთხოვნით აქცია იმართება.

აქციას, ქალაქის მთავარ მოედანზე, მოსახლეობა,  გარემოს დამცველები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები მართავენ. მათ კონკრეტული მოთხოვნები აქვთ, ერთ-ერთს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომა წარმოადგენს.