"თავისი მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები შეაფასოს" - "ოცნება" პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე გაბრაზებულია

19.02.24 17:46
"თავისი მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები შეაფასოს" - "ოცნება" პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე გაბრაზებულია

პოლონეთის საგარეოო საქმეთა მინისტრს "ქართული ოცნება" თავს ესხმის. მიზეზი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე გაკეთებული განცხადებაა. ირაკლი ქადაგიშვილი ერთ-ერთია, ვინც მიიჩნევს, რომ სიკორსკი უნდა გაჩუმდეს და საკუთარ ქვეყანას მიხედოს.

ბატონმა სიკორსკიმ თავისი მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები შეაფასოს, როდესაც შეწყალებული ადამიანები მისმა მთავრობამ უკან შეატრიალა ციხეში. ამიტომ, ჩვენ ჩვენი კანონმდებლობით ვიხელმძღვანელებთ. სააკაშვილს, გარდა იმისა, რომ უკვე აქვს სასჯელი სასამართლოს მიერ მისჯილი, მასზე კიდევ სხვა სასამართლო პროცესები გრძელდება. ამიტომ, ეს არის პოლიტიკური სპეკულაციის საკითხი, - ამბობს ქადაგიშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები