ტიმოთესუბანში წარსულის კვალი იშლება - რას ამბობენ ტაძარში
ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსი საფრთხის წინაშეა. მე-12 საუკუნით დათარიღებულ ტაძარში ისტორიული ფრესკები ნადგურდება. წულუკიანის უწყების კიდევ ერთი კრახი კარგად გამოჩნდა პირველ კადრებში, რომელიც "პირველებმა" ცოტა ხნის წინ გადაიღო. შეუიარაღებელი თვალითაც მარტივი აღსაქმელია, კედლის მხატვრობის დააზიანების რა მასშტაბებზეა საუბარი.
ტაძრის სასულიერო პირი "პირველებთან" ამბობს, რომ სამონასტრო კომპელქსში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით მინისტრ თეა წულუკიანს და საპატრიარქოს წარმომადგენლეს შეხვდნენ, თუმცა როგორც ამ შეხვედრიდან გაიგეს, მსგავს პრობლემებზე მუშაობა პრობლემურია, ამიტომაც ძეგლის გადასარჩენად მოიძებნა გზა, რომ ის გადაეხურათ.
შევხდვით ქალბატონ მინისტრს, იყო ჩვენი მღვდელმთავარი, მეც გახლდით, საპატრიარქოს არქიტექტორული საბჭოს წარმომადგენელი, მეუფე დავითიც იყო და მიდიოდა მსჯელობა, როგორ გვეშველა ამ ყველაფრისთვის. ფრესკები ზიანდება, იშლებოდა ფაქტობრივად ტაძარი, სპილენძი ტაძრის დასაწყისში ბრჭყვიალებს, ესეც დროთა განმავლობაში ჩაქრება, იმიტომ, რომ ქართულ ტაძრებს არ ახასიათებს, რომ ელვარებდეს და ა.შ. ალბათ, უკეთესი იქნებოდა იმდაგვარი ქვებით რომ გაგვეთალა და ა.შ. მაგრამ რამდენად არის ჩვენთან ეს სამუშაოები როგორ ხდება - როგორც აგვიხსნეს, ეს ჩვენთან ცოტა პრობლემური არის. ის გადახურვა დარჩენილია ქვემოთ, ასეთი ფორმა მოიძებნა ძეგლის გადარჩენის და საუკეთესო მასალით გაკეთდა", - ამბობს საულიერო პირი.
ჩუბინაშვილის კვლევითმა ცენტრმა დაადგინა, რომ ერთწლიანი რეაბილიტაციის შემდეგ, ისტორიულ ძეგლს ავთენტური სახე დაუკარგეს. მკველვარების დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ უძველესი ეკლესიის კედლები აუზების დასასუფთავებელი ქიმიური მასალებით დაამუშავეს.