"ისტორიული სახურავი ნახვრეტებით არის სავსე, ეს გამოუსწორებელი ზიანია" - მეცნიერები ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსზე

20.02.24 16:04
"ისტორიული სახურავი ნახვრეტებით არის სავსე, ეს გამოუსწორებელი ზიანია" - მეცნიერები ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსზე

მეცნიერები და დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ ზიანი, რომელიც ტიმოთესუბნის ეკლესიას მიადგა, პრაქტიკულად გამოუსწორებელია, რადგან უნიკალური გადახურვა ლორფინის ქვით, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა, ჩანაცვლდა სპილენძის სახურავით, რომელიც მინიმუმ 350-ჯერ არის დახვრეტილი.

მეცნიერების თქმით, ახლა ისტორიული სახურავი ნახვრეტებით არის სავსე და კედლებზეც ისეთი მასალაა გამოყენებული, რაც იოლად საშოვნელია და არა ის, რაც კონსერვაციაში, მსოფლიო საერთაშორისო პრაქტიკაში გამოიყენება.

ყველაზე ცუდი და უარყოფითი შედეგი ამ სამუშაოებისა არის ის, რომ სერიოზულად დაზიანდა ძველი ისტორიული სახურავი ტიმოთესუბნის ეკლესიის. მხატვრული ღირებულება ძალიან დაკნინდა შენობის, რადგან ეს ქვის ლორფინის სახურავი ძალიან კარგად მიდიოდა აგურის წყობასთან ესთეტური თვალსაზრისით. ახლა ეს გადახურულია სპილენძის ფირფიტებით, იქ, რამდენადაც ვიცი გაკეთდა ბევრი ნახვრეტი, არანაკლე 350-ისა და საკმაოდ ფართოა, იმიტომ, რომ დიდი ხრახნები გაკეთდა. ეს არის გამოუსწორებელი ზიანი, იმიტომ, რომ ეხლა ისტორიული სახურავი ნახვრეტებით არის სავსე. კედლებზე იქ არის შეუსაბამობა, იმიტომ, რომ წინასწარ საპროექტო ხელშეკრულებაში მითითებულია სხვა მასალა და მერე გამოიყენეს სხვა მასალა, რაც იოლად საშოვნელია. ის მასალები, რომლებიც გამოიყენება კონსერვაციაში, მსოფლიო საერთაშორისო პრაქტიკაში, ამას გამოწერა უნდა და ძვირია. საჭირო იქნება საკმაოდ რთული, სარეაბილიტაციო სამუშაოა და კიდევ რთული სათქმელია, ის 100 %-იან შედეგს მოგვცემს თუ არა", - ამბობს მეცნიერი.

"ლელოს" წევრი დეამეტრეველი  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საქმიანობის შესწავლას ითხოვს და ამბობს, რომ აღნიშნული სააგენტო კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის სააგენტოდ ჩამოყალიბდა.

დღეს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, რომელსაც კანონით ევალება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობა, ვერ ასრულებს მასზე ნაკისრ ვალდებულებებს, იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა არ იციან, რა უწყებაში მუშაობენ, რა უწყებას ხელმძღვანელობენ. მთელი ქვეყნის ამსშტაბით პანდემიური ხასიათი მიიღო ძეგლების განადგურებამ. იშლება ქართული ისტორიის მტკიცებულებები. ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა არის უმძიმესი, რა კიდევე რთხელ მიუთითებს, რომ შესაბამისმა ორგანოებმა ამ ცენტრის საქმიანობა უნდა შეიწავლონ და ზოგადად, პროფესიულმა საზოგადოებამაც უდნა დაიწყოს თამამი და ღია დისკუსია იმასტან დაკავშირებით, თუ რა მიზანს ემსახურება ეს უწყება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო კი არა კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის სააგენტოდ ჩამოყალიბდა", - ამბობს დეა მეტრეველი.

ჩუბინაშვილის კვლევითმა ცენტრმა დაადგინა, რომ ერთწლიანი რეაბილიტაციის შემდეგ, ისტორიულ ძეგლს ავთენტური სახე დაუკარგეს. მკველვარების დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ უძველესი ეკლესიის კედლები აუზების დასასუფთავებელი ქიმიური მასალებით დაამუშავეს. 

მსგავსი სიახლეები