სააკაშვილს პოლიტიკურად ტყუილად აცოცხლებენ - ლადო კახაძე

20.02.24 17:47
სააკაშვილს პოლიტიკურად ტყუილად აცოცხლებენ - ლადო კახაძე

სააკაშვილს პოლიტიკურად ტყუილად აცოცხლებენ - ამის შესახებ "ოცნების" დეპუტატმა ლადო კახაძემ "პირველებთან" განაცხადა.

კახაძის თქმით, არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, მესამე პრეზიდენტი თავისუფლებაზე იქნება თუ ციხეშ, რადგან "ოცნება" არჩევნებს მაინც დამაჯერებლად მოიგებს.

სააკაშვილი უკვე არ არის არაფერი. ტყუილად ნუ აწუხებთ, აცოცხლებენ, პოლიტიკურად ტყუილად აცოცხლებენ-თქო, ალბათ, სჭირდება იმ პოლიტიკას, რომელსაც ისინი აწარმოებენ, თორემ ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს", - ამბობს ლადო კახაძე.

"თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ სააკაშილის გათავისუფლებაში", - ამ სიტყვებით მიმართა მიუნხენის კონფერენციაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მაღალჩინოსანმა პირდაპირ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ევროპელებისთვის საქართველოს მოდერნიზების სიმბოლოა და მის გათავისუფლებას მიესალმება ყველა, ვისაც ქვეყნისთვის კარგი უნდა.  

მსგავსი სიახლეები