წაქაძე ამბობს, რომ თუ სააკაშვილი თავისუფალი იქნება "ოცნება" უფრო კარგად მოიგებს"
არჩევნების მოგება არ გაგვიჭირდება, უფრო კარგად მოვიგებთ - ასე პასუხობს "ოცბების" დეპუტატი ბეჯან წაქაძე "პირველების" მიერ დასმულ კითხვას - გაუჭირდება თუ არა "ოცნებას" არჩევნების მოგება, თუ მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იქნება.
არავითარი არჩევნების მოგება არ გაგვიჭირდება, უფრო კარგად მოვიგებთ კიდევ. რომ გამოვა, თვითონ ნახავს, ხალხი როგორ შეხვდება მას. კარგი რა გააკეთა, 9 წელი ქვეყანა ჭაობში ამყოფა, ქვენ არ იცით, საშინელება ხდებოდა. ჭაობი იყო ჩემთვის და უამრავი ადამიანისთვის, გაძარცვა ქვეყანა", - განაცხადა წაქაძემ.
"თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ სააკაშილის გათავისუფლებაში", - ამ სიტყვებით მიმართა მიუნხენის კონფერენციაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მაღალჩინოსანმა პირდაპირ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ევროპელებისთვის საქართველოს მოდერნიზების სიმბოლოა და მის გათავისუფლებას მიესალმება ყველა, ვისაც ქვეყნისთვის კარგი უნდა.