როგორ შეიძლება, ეს შეკითხვა მე დამისვათ - ელისო ბოლქვაძე სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე

20.02.24 17:37
როგორ შეიძლება, ეს შეკითხვა მე დამისვათ - ელისო ბოლქვაძე სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე

როგორ შეიძლება, რომ ეს შეკითხვა მე დამისვათ - ასე პასუხობს "ოცნების" დეპუტატი ელისო ბოლქვაძე "პირველების" მიერ დასმულ კითხვას, თუ რა მოლოდინი აქვს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.

ელისო ბოლქვაძე ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მესამე პრეზიდენტი არ უნდა შეიწყალოს.

არ მაქვს არანაირი მოლოდინი და არ მგონია, რომ უნდა შეიწყალოს. როგორ შეიძლება, რომ ეს შეკითხვა მე დამისვათ. "ოცნებას" მისი თავისუფლების არ ეშინია, აბსოლუტურად არა", - ამბობს ბოლქვაძე.

"თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ სააკაშილის გათავისუფლებაში", - ამ სიტყვებით მიმართა მიუნხენის კონფერენციაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მაღალჩინოსანმა პირდაპირ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ევროპელებისთვის საქართველოს მოდერნიზების სიმბოლოა და მის გათავისუფლებას მიესალმება ყველა, ვისაც ქვეყნისთვის კარგი უნდა.  

მსგავსი სიახლეები