ჩემი აგებული დღის წესრიგი გინახავთ? - "ოცნების" დეპუტატი "პირველებს"

20.02.24 17:32
 ჩემი აგებული დღის წესრიგი გინახავთ? - "ოცნების" დეპუტატი "პირველებს"

"თქვენ ჩემი აგებული დღის წესრიგი გინახავთ?" - ასე უპასუხა "ოცნების" დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ "პირველების" კითხვას, შეცვლის თუ არა მხიეილ სააკაშვილის გათავისუფლება "ოცნებსი" დღის წესრიგს.

გოცირიძეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ოცნების" მთავარ კონკურენტად არ მიაჩნია.

სააკაშვილი მთავარი კონკურენტი რომ იყოს ჩვენი, არამგონია", - ამბობს ელგუჯა გოცირიძე

"თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ სააკაშილის გათავისუფლებაში", - ამ სიტყვებით მიმართა მიუნხენის კონფერენციაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მაღალჩინოსანმა პირდაპირ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ევროპელებისთვის საქართველოს მოდერნიზების სიმბოლოა და მის გათავისუფლებას მიესალმება ყველა, ვისაც ქვეყნისთვის კარგი უნდა. 

მსგავსი სიახლეები