ბორელი კობახიძეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს
ბორელი კობახიძეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ეს განცხადება ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ბორელის თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანას წინ მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები აქვს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება მნიშვნელოვანია.
წელს მნიშვნელოვანი ტესტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის, უკვე ვახსენე, არჩევნების პროცესი და მინდა ვთქვა, რომ საარჩევნო რეფორმა, რაც განხორციელდება მომავალში, მინდა, რომ იყოს მომავალი არჩევნებისთვის მზადება.
ყველა შესაბამისი ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იქნეს განხორციელებული - თავისუფალი, კონკურენტული პოლიტიკური არჩევნების უზრუნველსაყოფად. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ერთად გავაძლიეროთ საქართველოს მედეგობა, გამძლეობა...“ - განაცხადა ბორელმა.