განახორციელეთ სასამართლო სისტემის რეფორმა - ვარჰეის მოწოდება "ოცნებას"
განახორციელეთ სასამართლო სისტემის რეფორმა - ასეთი იყო ბრიუსელიდან ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მოწოდება.
გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა "ოცნების" ხელისუფლებას პირდაპირ უთხრა, რომ ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სამუშაო და რომ აუცილებელია სრულყოფილად შესრულდეს 9 დათქმა.
მიმაჩნია, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ 2 თვის წინ, უკვე აჩვენებს სარგებელს, რომელიც ამ სტატუსს მოაქვს. მას ასევე მოაქვს დივიდენდები - არა მარტო საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. 1.9 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია უკვე გამოყოფილია საქართველოს ეკონომიკაში შესასვლელად.
ჩვენ შევთანხმდით, რომ დავაჩქარებთ ჩვენი მუშაობის ტემპს, იმისთვის რომ ევროკავშირის და 9 რეკომენდაციის შესრულების გზაზე დაიდოს შედეგები და სამოქმედო გეგმის შესრულება - იქნება ეს ეკონომიკური თუ საინვესტიციო გეგმა, იქნება ეს ზოგადად რეფორმების განხორციელება ქვეყანაში, იმისთვის რომ საქართველო ნამდვილად ევროპულ სახელმწიფოდ იქცეს და ევროპის ერთიანი ბაზრის წევრი გახდეს.
ვთხოვთ ქართველ მეგობრებს დააჩქაროს სასამართლო სისტემის რეფორმა, რეფორმები ეხება სხვა მიმართულებესაც. დღეს დეტალურად გავაირეთ 9 ნაბიჯი, რომ ჩვენც მოვემზადოთ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. ეს არის ჩვენი მიზეზი, რომ საქართველო შევიყვანოთ ევროკავშირში. წინ დიდი სამუშაო გვაქვს".- განაცხადა ვარჰეიმ.