ძალიან გამაოცა ევროპული დროშების რაოდენობამ თბილისის ქუჩებში - ბორელის შთაბეჭდილებები ქართველ ხალხზე

20.02.24 17:39
ძალიან გამაოცა ევროპული დროშების რაოდენობამ თბილისის ქუჩებში - ბორელის შთაბეჭდილებები ქართველ ხალხზე

"როდესაც საქართველოში ვიყავი ჩამოსული, ძალიან გამაოცა ევროპული დროშების რაოდენობამ თბილისის ქუჩებში, სავსე იყო, ყველასთვის გასაოცარი იყო - ეს ცხადყოფს იმას, რომ თქვენი მოქალაქეები ძალიან მტკიცედ ფიქრობენ, რომ ევროკავშირი არის მათი მომავალი", - ამ სიტყვებით მიმართა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა პრემიერ ირაკლი კობახიძეს.

ბორელი კიდევ ერთხელ გამოხატავს აღფრთოვანებას საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის დროშების რაოდენობით. ბორელის შეფასებით, ქართველი ხალხის ეს დამოკიდებულება პირდაპირ აჩვენებს, რომ მათ ევროკავშირის წევრობა სურთ და შესაბამისად, როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ისე ევროკავშირს პასუხისმგებლობა აქვს ხალხის წინაშე.

ბატონო პრემიერო, როდესაც საქართველოში ვიყავი ჩამოსული, ძალიან გამაოცა ევროპული დროშების რაოდენობამ თბილისის ქუჩებში, სავსე იყო, ყველასთვის გასაოცარი იყო და არც ჩემი ვიზიტისთვის გაკეთდა, ჩემს ვიზიტამდეც და მერეც ასე იყო - ეს ცხადყოფს იმას, რომ თქვენი მოქალაქეები ძალიან მტკიცედ ფიქრობენ, რომ ევროკავშირი არის მათი მომავალი და ჩვენც გვაკისრია პასუხისმგებლობა, რომ თქვენთან ერთად ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოვიყენოთ და ძალისხმევა გავზარდოთ იმისთვის, რომ  გავზარდოთ მედეგობა ქვეყნის და თქვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის პატივისცემა მოხდეს და ტერიტორიული მთლიანობის,“ - ამბობს ბორელი.

მსგავსი სიახლეები