კარი ღიაა, შესასვლელად რა უნდა გაკეთდეს, იცით, ეს დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია - ბორელი

20.02.24 17:43
კარი ღიაა, შესასვლელად რა უნდა გაკეთდეს, იცით, ეს დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია - ბორელი

"ღიაა კარი, როგორც ევროკომისარმა ბრძანა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ კარი ღიაა, თქვენ უნდა შეხვიდეთ კარში და ღია კარში შესვლას რა ჰქვია, ყველამ იცის", - ეს განცხადება ევროკავშირი უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში განაცხადა.

ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივი პრესკონფერენცია მიმდინარეობს.

ბორელის თქმით, საქართველომ იცის, რა უნდა გააკეთოს.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ ევროკავშირის კარი გაიღო, თქვენ უნდა გაიაროთ ამ ღია კარში და ამ კარში გავლა, როგორც ყველამ იცის, არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი, რეფორმები უნდა იქნას გატარებული. კარი ღიაა და რეკომენდაციების შესრულების საკითხი რჩება, რომელიც ყველასთვის იქნება დაწესებული“,- განაცხადა ბორელმა.

მსგავსი სიახლეები