საქართველოსა და უკრაინის დაპირისპირებით მხოლოდ რუსეთი სარგებლობს - ბორელი

20.02.24 17:53
საქართველოსა და უკრაინის დაპირისპირებით მხოლოდ რუსეთი სარგებლობს - ბორელი

საქართველოსა და უკრაინის დაპირისპირებით მხოლოდ რუსეთი სარგებლობს - ეს განცხადება ევროკავშირი უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში გააკეთა.

ბორელმა ჟურნალისტის კითხვაზე მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ევროკავშირს არ სურს იყოს დაძაბულობა საქართველოსა და უკრაინას შორის, რაც რუსეთისთვისაა მოგებიანი. 

ბორელის თქმით, მეორე ფრონტთან დაკავშირებული საუბრები უკრაინული მხრიდან არავის მოუსმენია. 

ჩვენ გვინდა რომ საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდეს საქართველოს და უკრაინას და ერთადერთი ის შეგვძლია ვთქვათ, რომ მათი დაპირისპირებით მხოლოდ რუსეთი სარგებლობს. მეორე ფრონტთან დაკავშირებით, ეს გრძელი ამბავია, სერიოზულად არავის მიუღია, ამის შესახებ არც მოწოდებები არ გვსმენია უკრაინიდან," - ამბობს ბორელი.

მსგავსი სიახლეები