"ოცნების" თავის ტკივილი ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველია - რატომ გახდა "ლელო" "ოცნების" სამიზნე?

20.02.24 17:52
"ოცნების" თავის ტკივილი ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველია - რატომ გახდა "ლელო" "ოცნების" სამიზნე?

"ქართული ოცნების" თავდასხმა "ლელოს" ლიდერებზე - არჩილ თალაკვაძემ დღეს პირველად გააჟღერა ვერსია, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკური გუნდს დავალება აქვს, რომ  ე.წ. გადაუწყვეტელი ელექტორატის ხმებზე ინადიროს. 

თალაკვაძის მტკიცებით, ოპოზიციაში კარგად იციან, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს მყარი საზოგადოებრივი მხარდაჭერა და 60%-იანი პოლიტიკური რეიტინგი.

კარგად იციან, რომ „ნაციონალური მოძრაობა ერთი“ 15-დან 20%-მდე მხარდამჭერზე მეტს ვერ შეაგროვებს, ამიტომ მათ დავალება აქვთ, როგორმე შეინარჩუნონ ეს მხარდაჭერა, ხოლო დარჩენილი 20%-სთვის იბრძვის პოლიტიკური ბანაკი „ნაციონალური მოძრაობა ორი“. მათი მიზანია, დარჩენილი 20%-დან, ე.წ. გადაუწყვეტელი ელექტორატიდან, როგორმე დაუმატონ ხმები „ნაციონალურ მოძრაობა ერთს“. ახალი პოლიტიკურ ბანაკისთვის, რომელსაც ახლა „ლელო“ მეთაურობს და სალომე ზურაბიშვილი მათ პროგრამას, სამომავლო ხედვას აჟღერებდა პარლამენტში, ხმის მიცემა, მათი მხარდაჭერა ნიშნავს ისევ და ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობის მხარდაჭერას.

ამიტომ შემდეგი თვეების განმავლობაში ჩვენი ამოცანა იქნება, მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, რის გაკეთებას ვაპირებთ. ჩვენი პარტია არის მომავალზე ორიენტირებული, საქმე, გამოცდილება გვიმაგრებს ზურგს. რაც მთავარია, მხარდაჭერა, რომელიც დღეს გვაქვს, განპირობებულია კონკრეტული შედეგებით. ეს არის ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის, უსაფრთხოების დაცვა, ეკონომიკური ზრდა, კანდიდატის სტატუსის მიღება, საქართველოს წარმატებები ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის დღევანდელი რეალობა და საარჩევნო ადმინისტრაციის საბოტაჟი იმას ემსახურება, რომ როგორმე მარცხი გადააბრალონ საარჩევნო ადმინისტრაციას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები