სააკაშვილი ნომერ პირველი საფრთხეა დღევანდელი ხელისუფლებისთვის - ეკა ხერხეულიძე
ენმ-ს წევრი ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ ის, ვინც ანგარიშგასაწევი არაა, მასზე არც საუბრობენ და რადგან "ოცნების" ხელისუფლება ასე მუშაობს მესამე პრეზიდენტის გაშავებაზე, ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილი ნომერ პირველი საფრთხეა დღევანდელი ხელისუფლებისთვის.
ის, ვინც ანგარიშგასაწევი არაა, ის ვინც უმნიშვნელოა, მასზე არც საუბრობენ, არც პიარ-კამპანიას აწყობენ და თუკი მთელი სისტემა მომართულია იქეთკენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გაშავებაზე და დისკრედიტაციაზე იმუშაოს, ეს იმას ნიშნავს, რომ ნომერ პირველი საფრთხე დღევანდელი ხელისუფლებისთვის გახლავთ მიხეილ სააკაშვილი. თუ ისინი სხვაგვარად ფიქრობენ, მაშინ სხვა თემებით უნდა დაკავდნენ. ეს არის ჩვეულებრივ პოლიტიკის ანა-ბანა და ესმის ყველას, ვინც ამ საქმით არის დაკავებული", - ამბობს ეკა ხერხეულიძე.