გაკეთდა განცხადებები მეორე ფრონტის შესახებ და ეს უკრაინის ოფიციალური პირებიდან მოდიოდა - კობახიძე

20.02.24 17:56
გაკეთდა განცხადებები მეორე ფრონტის შესახებ და ეს უკრაინის ოფიციალური პირებიდან მოდიოდა - კობახიძე

"სამწუხაროდ, რამდენიმე განცხადება გაკეთდა მეორე ფრონტის შესახებ და ეს უკრაინის ოფიციალური პირებიდან მოდიოდა," - ამ განცხადებას საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში აკეთებს.

კობახიძის თქმით, უკრაინის მთავრობის წევრების მხრიდან მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებული განცხადებები ახსოვს. 

რაც შეეხება სანქციებს, კობახიძე კიდევ ერთხელ ამბობს, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება. 

სამწუხაროდ, იყო ასეთი შემთხვევა. თუმცა, უკრაინასთან დაკავშირებით მტკიცედ ვუჭერთ მხარს პოლიტიკურად და ჰუმანიტარული მიზნით, განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობა გვაქვს უკრაინელ ხალხთან. ეს არის დამოკიდებულებია ქართველი ხალხის.

სანქციებს რაც შეეხება, ამ მიმართულებით მკაფიო პოზიცია  გვაქვს, ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს, გვაქვს ძლიერი არგუმენტები, საქართველო ამავდროულად არ გამოიყენება სანქციების გვერდის ასავლელად. პოლიტიკური მხარდაჭერა ძლიერია, პოზიცია მტკიცეა," - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები