მივმართავთ საბჭოს, რომ საქართველოს ინტეგრაცია მოხდეს ევროპულ როუმინგში - ვარჰეი

20.02.24 18:03
მივმართავთ საბჭოს, რომ საქართველოს ინტეგრაცია მოხდეს ევროპულ როუმინგში - ვარჰეი

"ყველაფერი გვაქვს განკარგულებაში, რომ საბჭოს მივაწადოთ წინადადება, რომ საქართველოს ინტეგრაცია მოხდეს ევროპულ როუმინგის სფეროში," - ეს განცხადება ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ გააკეთა.

ვარჰეი აცხადებს, რომ მზად არიან, მიმართონ საბჭოს, რათა ევროპულ როუმინგის სფეროში საქართველოს ინტეგრაცია მოხდეს.

ევროკომისარმა თქვა, რომ ეს საქართველოს მოქალაქეებს ხარჯებს მაქსიმალურად შეუმცირებს.

როუმინგის თვალსაზრისით ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვხედავთ, საქართველოს მთავრობა სწრაფი ტემპით მიდის წინ და ყველაფერი გვაქვს განკარგულებაში, რომ საბჭოს მივაწადოთ წინადადება, რომ საქართველოს ინტეგრაცია მოხდეს ევროპულ როუმინგის სფეროში, რომ როუმინგის, მონაცემთა ხარჯები მაქსიმალურად შემცირდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვინც საზღვარგარეთ მოგზაურობს ან ცხოვრობს ევროპაში. ეს იქნება საეტაპო ცვლილება საქართველოს მოქალაქეებისთვის და ისინი ამ კონკრეტულ წინსვლას დაინახავენ", - თქვა ვარჰეიმ.

მსგავსი სიახლეები