ნავალნის ცოლი დასავლეთს მოუწოდებს, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები არ აღიარონ

20.02.24 18:19
ნავალნის ცოლი დასავლეთს მოუწოდებს, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები არ აღიარონ

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლი იულია ნავალნაია დასავლეთს მიმართავს და მოუწოდებს, რომ მარტში დაგეგმილი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები არ აღიარონ.

ნავალნის მეუღლემ ამის შესახებ ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან ისაუბრა. 

არ ცნოთ ეს არჩევნები. პრეზიდენტს, რომელმაც მოკლა მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი, შეუძლებელია ლეგიტიმაცია ჰქონდეს," - თქვა იულია ნავალნაიამ. 

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მარტშია დაგეგმილი, სადაც, დიდი ალბათობით, კვლავ ვლადიმირ პუტინი გაიმარჯვებს და დამატებით 6-წლიან ვადას დაიწყებს. 

მსგავსი სიახლეები