კობახიძის კაბინეტს წამზომი ჩაურთეს - რა მკაცრი გართხილებები მიიღო ახალმა პრემიერმა ბრიუსელში?

20.02.24 20:05
კობახიძის კაბინეტს წამზომი ჩაურთეს - რა მკაცრი გართხილებები მიიღო ახალმა პრემიერმა ბრიუსელში?

 

 

ახალი პრემიერის პირველი ვიზიტი ბრუსელში და პირველი მკაცრი გაფრთხილება მთავრობის მეთაურის რანგში - ირაკლი კობახიძეს მძიმე დღის შემდეგ ბრიფინგზე საჯარაოდ და დამარცვლით განუმარტეს რა უნდა გააკეთოს "ოცნებამ" უახლოესი 10 თვის განმავლობაში. მთავარი ტესტი არჩევნები იქნება. ასევე უნდა  გატარდეს რეალური სასამართლო რეფორმა და შეწყდეს ხელისუფლების მხრიდან ანტიდასავლური რიტორიკა. ჯოზეფ ბორელმა თავისი გამოსვლა პრესკონფერენციაზე სწორედ ამ გზავნილებით დაიწყო. ბრუსელში კობახიძის კაბინეტს წამზომი ჩაურთეს. 

დროის ათვლა დაწყებულია და "ოცნებისგან" რეფორმების დაჩქარებას ითხოვენ, თუმცა ევროკომისიის მოთხოვნების შესრულების პროცესში ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი აქტიურად უნდა იყოს ჩართული - ეს პირობა კიდევ ერთხელ შეახსენეს საქართველოს პრემიერს. ევროკავშირი საქართელოოსაგან კონკრეტულ შედეგებს და არა ფასადურ რეფორმებს ელოდება.

დღეს საქართველოს მთავრობას ის სარგებელიც შეახსენეს, რომელიც ქვეყანამ უკვე მიიღო კანდიდატის სტატუსთან ერთად. მილიარდ 900 მილიონი უკვე გამოყოფილია საქართველოს ეკონომიკისთვის და ეს მხოლოდ დასაწყისია.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები