სააკაშვილის შეწყალების შიშმა "ოცნებას" მოსვენება დააკარგვინა - რას იზამს ზურაბიშვილი?
მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების შიშმა ივანიშვილის გუნდს უკვე მოსვენება დააკარგვინა. "ოცნებამ" არ იცის, რას იზამს ევროპიდან დაბრუნებული სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ევროპელმა პოლიტიკოსებმა პირდაპირ უთხრეს, რომ პატიმარი პრეზიდენტი უნდა შეიწყალოს. ხელისუფლებას არ აქვს გარანტია, რომ პრეზიდენტი პარტნიორების მოწოდებებს არ გაითვალისწინებს და სააკაშვილს ციხის კარს არ გაუხსნის. ამიტომ ჯერ თქვეს, რომ ზურაბიშვილს აშანტაჟებენ, შემდეგ კი ისევ დღის წესრიგში დააბრუნეს საკითხი მესამე პრეზიდენტის სასაჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ.
"ნაციონალური მოძრაობა" კი მოქმედებაზეა გადასული. პარტიის წევრების ერთი ნაწილი საქართველოს მასშტაბით სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ ხელმოწერებს აგროვებს, დეპუტატები კი საპარლამენტო ტრიბუნას სალომე ზურაბიშვილის მიმართ გზავნილებისთვის იყენებენ. "ან შიში პუტინისადმი ან თქვენი გამბედაობა" - ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტს დღეს ახსენებდნენ, რომ ნავალნის სიკვდილის შემდეგ სააკაშვილის წინაშე დიდი საფრთხე გაჩნდა და არ არის გამორიცხული, საქართველოს მესამე პრეზიდენტმაც რუსი ოპოზიციონერის ბედი გაიზიაროს.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.