"ოცნება" ხაზარაძე-ჯაფარიძის ლანძღვის კამპანიას არ წყვეტს - რატომ ამოიღო ხელისუფლებამ მიზანში "ლელო"?

20.02.24 20:40
"ოცნება" ხაზარაძე-ჯაფარიძის ლანძღვის კამპანიას არ წყვეტს - რატომ ამოიღო ხელისუფლებამ მიზანში "ლელო"?

 

 

"ოცნების" გაცხადებული შიში წინაასარჩევნოდ - ივანიშვილის გუნდმა დღეს პირველად აღიარა, რატომ ამოიღო მიზანში პარტია "ლელო".  "ოცნებას" ამომრჩევლის ის 20% აშინებს, რომელსაც არც მმართველი პარტია უნდა, არც "ნაციონალური მოძრაობა" და შესაძლოა ეს ხმები "ლელოსკენ წავიდეს". გადაუწყვეტელი ელექტორატის ნახევარიც რომ "ლელოს" ამომრჩეველი გახდეს, ეს ავტომატურად ნიშნავს მესამე ძალის გაჩენას პოლიტიკურ ველზე, რაც ივანიშვილის გუნდის ინტერესებში ნამდვილად არ შედის.

ამიტომ "ოცნება" ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდის ლანძღვის კამპანიას დღის წესრიგიდან არ ხსნის.  ახლა ცდილობენ, ტოლობის ნიშანი დასვან "ლელოსა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის და  საზოგადოება მათ მიერ გამოგონილი ვერსიის ნამდვილობაში დაარწმუნონ. იერიში ხაზარაძეზე და მის პარტიაზე ორი თვეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და არც დღევანდელი დღე იყო გამონაკლისი.  ყველაფერი დეპუტატებმა პარლამენტში დაიწყეს და თბილისის მერმა გააგრძელა.

ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები