"ოცნებამ" ცესკოში ერთპარტიული მმართველობა დააკანონა - პრეზიდენტი ვეტოს აანონსებს

20.02.24 20:38
"ოცნებამ" ცესკოში ერთპარტიული მმართველობა დააკანონა - პრეზიდენტი ვეტოს აანონსებს

 

 

საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს. სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ახალი კანონი მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესზეა მორგებული. ვეტო ზურაბიშვილმა მიუნხენიდან მას შემდეგ დაანონსა, რაც ცესკოს დაკომპლექტების პროცესიდან "ოცნებამ" პრეზიდენტი სრულად ჩახსნა. საარჩევნო ადმინისტრაციაში თავმჯდომარეს და წევრებს მხოლოდ  პარლამენტი აირჩევს. ცესკოს თავმჯდომარეს აღარც ერთადერთი ოპოზიციონერი მოადგილე ეყოლება. 

გადამწყვეტი არჩევნების წინ  ცენტრალური საარჩევნო კომისია "ოცნების" სრულ მორჩილებაში გადადის. ადმინისტრაციის მიტაცების სპეცოპერაცია ივანიშვილის გუნდმა  დაჩქარებულ ვადებში წარმატებით დაასრულა.

რა მიზანი იდგა ამ სპეცოპერაციის მიღმა? დღეს მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას შეთქმულების ახალი თეორია შესთავაზა. "ოცნება" ნერვიულობდა, რომ თუ, მაგალითად, გიორგი სიორიძე გიორგი კალანდარიშვილის თავიდან მოშორებას შეეცდებოდა, მაშინ ცესკოს თავმჯდომარის უფლებები სრულად ოპოზიციონერი მოადგილის ხელში გადადიოდა.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები