რუსეთმა ალექსეი ნავალნის ძმაზე ძებნა ხელახლა გამოაცხადა

20.02.24 19:11
რუსეთმა ალექსეი ნავალნის ძმაზე ძებნა ხელახლა გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსეი ნავალნის ძმაზე ოლეგ ნავალნიზე ხელახლა გამოაცხადა ძებნა.

უწყების ინფორმაციით, ოლეგ ნავალნი "იძებნება სისხლის სამართლის დარღვევის გამო", სხვა კონკრეტული ინფორმაცია ცნობილი არ არის. 

ოლეგ ნავალნი რუსეთმა ძებნილთა სიაში 2022 წლის იანვარშიც შეიყვანა ე.წ. სანიტარულ საქმეზე, რომლის ფიგურანტებიც სანიტარული და ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევაში დაადანაშაულეს. 

 

მსგავსი სიახლეები