"შეგვიძლია ვიყოთ 25 პროცენტს ზემოთ" - რომელ პარტიებთან ერთობას განიხილავს ნიკა გვარამია
ნიკა მელია, დროა-გირჩი, ლელო - ნიკა გვარამია „რეაქციაში“ აცხადებს, რომ ამ პარტიებთან კონსულტაციები მიმდინარეობს. როგორც გვარამია ამბობს, ერთობას შეუძლია, რომ ოცნებას კონკურენცია გაუწიოს და ვარაუდობს, რომ არჩევნებისთვის 25 პროცენტის აღებას მოახერხებენ.
ლელო მგონია, რომ მნიშვნელოვანი აქტორია. მომავალი არ ვიცი, რამდენი ხანი იქნება, ამას თავისი ფასი აქვს, ყველანაირ თავშეკავებას. მგონია, რომ ვინც დაასახელეთ, არიან ძალიან მნიშვნელოვანი აქტორები პოლიტიკურ სივრცეში. ნიკაც პარტიაა - ამ ხალხს ფასეულობა აქვს, მგონია, რომ ჩვენც ფასეულობა აქვს. მგონია, რომ დიდი რამის გაკეთება შეგვიძლია, გარდამტეხები შეგვიძლია ვიყოთ, მათ შორის ერთიანობაშიც,. მაგრამ ჯამურად, ამ აქტორებს, პლუს, ცალკეულ ადამიანებს, ვისაც აქვს პოლიტიკური და სოციალური კაპიტალი, შეგვიძლია ვიყოთ 25 პროცენტს ზემოთ. მე ამბიცია და პრეტენზია მაქვს, რომ ერთობა, თუ ჩვენ ამას შევძლებთ, იქნება ყველაზე უფრო მსხვილი კონკურენტი ქართული ოცნების,“ - ამბობს გვარამია.