გვარამია სააკაშვილზე: რაღაცებზე არ ვეთანხმებით ერთმანეთს
„მნიშვნელოვან საკითხებში ვეთანხმებით ერთმანეთს, თუმცა რაღაც სტრატეგიების ფარგლებში ეს ვერ ხდება, ბუნებრივია, და ტაქტიკურ საკითხებში თანხვედრები შეიძლება არ იყოს, მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ ნიკა გვარამია აკეთებს და ამბობს, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილთან განსხვავებული პოზიციები აქვს.
როგორც გვარამია ამბობს, თანხვედრა სააკაშვილსა და მას საგარეო კურთან დაკავშირებით აქვთ.
რაღაცებზე არ ვეთანხმებით ერთმანეთს, ქვეყნის გენერალური განვითარების მიმართულებებზე თანხვედრაა იმიტომ, რომ დიდი მასშტაბის პროდასავლელი პოლიტიკოსია და მეც მაქვს ჩემი დასავლური ორიენტირი მკაფიო და მნიშვნელოვან საკითხებში ვეთანხმებით ერთმანეთს, თუმცა რაღაც სტრატეგიების ფარგლებში ეს ვერ ხდება, ბუნებრივია, და ტაქტიკურ საკითხებში თანხვედრები შეიძლება არ იყოს, მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.
მიშას თავისი პარტია აქვს, ჯერჯერობით, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, მე მიმაჩნია, რომ სხვა მიმართულებით უნდა ვიარო,“ - ამბობს გვარამია.