ვარჰეი: ჩვენ ვაქცევთ საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად
"ჩვენ ვაქცევთ საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად", - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელში წერს.
ვარჰეიმ ეს განცხადება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომისა და პრემიერ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.
შევთანხმდით ჩვენი მუშაობის დაჩქარებაზე, ევროკავშირის გზაზე პროგრესსა და ცხრა ნაბიჯის განხორციელებაზე, ასევე, ადრეული ინტეგრაციის სფეროების განხორციელებაზე [მაგ. როუმინგი და SEPA]. ჩვენ ვაქცევთ საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად", - წერს ოლივერ ვარჰეი.