ლამაზი სიტყვები ხომ არ ეხერხება კობახიძეს, არათუ ნორმალურ დიპლომატიურ ენაზე საუბარი - ბესელია
„ლამაზი სიტყვები ხომ არ ეხერხება ირაკლი კობახიძეს, გაღიმებაც ვერ ვასწავლეთ, არათუ ნორმალურ დიპლომატიურ ენაზე საუბარი, ძალიან უხერხულად გამოვიყურებოდით, როგორც ქვეყანა,“ - ამ განცხადებას ეკა ბესელია „რეაქციაში“ აკეთებს.
როგორც ბესელია ამბობს, კობახიძის განცხადებების პარალელურად, თბილისში საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეიტანეს - ბესელიას თქმით, ევროპელი ლიდერები არა სიტყვებს, არამედ მოქმედებებს აკვირდებიან.
რა რეკომენდაციასაც აძლევენ ხელისუფლებას, იმის საპირისპიროდ იქცევა პარლამენტის უმრავლესობა, ეს ხომ არის უკვე ღია დემონსტრირება, უპატივცემულობა ევროპული ოჯახის დღის წესრიგისადმი.
ლამაზი სიტყვები ხომ არ ეხერხება ირაკლი კობახიძეს, გაღიმებაც ვერ ვასწავლეთ, არათუ ნორმალურ დიპლომატიურ ენაზე საუბარი, ისე უხერხულად ვიყავი, სულ ვფიქრობდი, როგორი წარმოდგენა ექნება ევროპელ ლიდერებს, როდესაც ასეთი ადამიანები წარმოადგენს ქვეყანას, რომელმაც დიპლომატიური საუბრის ენა არ იცის და გააოგნა ევროპარლამენტის წევრები მისი საშინელი გამონათქვამებით, ძალიან დაბალი დონის პოლიტიკური ლექსიკონით, უხერხულობას ვგრძნობდი ყოველგვარი ირონიის გარეშე, ხომ გინდა, რომ შენი ქვეყანა კარგად წარმოაჩინოს, ვისაც დააბრალეს პრემიერ-მინისტრობა და ამხელა ტვირთი დაადეს, ძალიან უხერხულად გამოვიყურებოდით, როგორც ქვეყანა, ამ ადამიანის წარდგენის ფონზე,“ - ამბობს ეკა ბესელია.