"აპრილში დაჯგუფების პროცესი უნდა იყოს ღია და საჯარო" - რომელ პარტიებთან საუბრობს ბესელია

20.02.24 23:10
"აპრილში დაჯგუფების პროცესი უნდა იყოს ღია და საჯარო" - რომელ პარტიებთან საუბრობს ბესელია

"ვსაუბრობ გიორგი გახარიასთან, ვსაუბრობ ძალიან ხშირად პრეზიდენტთან ზოგად პოლიტიკურ სურათზე, ვსაუბრობ სხვა პარტიებთანაც იმისთვის, რომ ლოგიკური დაჯგუფების უფრო გასაგები ფორმატი შეიქმნას," - ამ განცხადებას "რეაქციაში" ეკა ბესელია აკეთებს.

როგორც ბესელია ამბობს, აპრილისთვის პოლიტიკურ პარტიებს შორის გადაჯგუფება უკვე დასრულებული იქნება. 

მაქსიმუმ, 4 პარტია დამრჩა, ვისთანაც არ მქონია ჯერ საუბრები, დანარჩენი თითქმის ყველასთან ინტენსიურად ვსაუბრობ. ვსაუბრობ გიორგი გახარიასთან, ვსაუბრობ ძალიან ხშირად პრეზიდენტთან ზოგად პოლიტიკურ სურათზე, ვსაუბრობ სხვა პარტიებთანაც იმისთვის, რომ ლოგიკური დაჯგუფების უფრო გასაგები ფორმატი შეიქმნას.
ელისაშვილთან, პოლიტიკურ ფარისევლებთან გახედვა არ მინდა.
კიდევ უფრო მეტ დროს, რასაც ახლა ვუხმობ და მეიმედება, ეს არის ახალგაზრდა თაობა. ბევრს დავდივარ რეგიონებში და ბევრი ახალგაზრდა არის გადაწყვეტილების მიღების მიჯნაზე, რომ შეიძლება დამოუკიდებლად შემოვიდნენ პოლიტიკურ პროცესში, შეიძლება რაიმე გადაკვეთა დაინახონ პოლიტიკურ პარტიებთან.
გაზაფხულის მეორე ნახევარში, მარტის ბოლოს და აპრილში ეს დაჯგუფების პროცესი უნდა იყოს ღია და საჯარო,“ - ამბობს ბესელია.

 

მსგავსი სიახლეები