ხორცპროდუქტების ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების წარმოების გამო 1 პირი პასუხისგებაში მისცეს

21.02.24 10:48
ხორცპროდუქტების ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების წარმოების გამო 1 პირი პასუხისგებაში მისცეს

ერთ-ერთ რეგიონში ხორცპროდუქტების ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების წარმოებას და მის რეალიზაციას ახდენდნენ - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით,  პასუხისგებაში მიეცა ერთი პირი. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთ რეგიონში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, სისტემატურად ახდენდა ხორცპროდუქტების ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების წარმოებას და მის რეალიზაციას, რომელშიც გემოვნური თვისებების შესანარჩუნებლად იყენებდა სოიოს დანამატს.

სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სარეალიზაციო ქსელიდან და საამქროდან სრულად იქნა ამოღებული ფალსიფიცირებული პროდუქცია", - წერია განცხადებაში.

აღნიშნული დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით ისჯება თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე ვადით.

მსგავსი სიახლეები