მძიმე შეხვედრების მეორე დღე - ირაკლი კობახიძე დღეს ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდება
მძიმე შეხვედრების მეორე დღე - საქართველოს ახალი პრემიერი რამდენიმე საათში ევროპარლამენტის პრეზიდენტთან პრემიერის რანგში პირველ აუდიენციას გამართავს. მთავრობის მეთაურს რობერტა მეცოლასთვის მოუწევს ახსნა, რატომ არ წყდება ანტიდასავლური რიტორიკა თბილისიდან. კობახიძე პირისპირ შეხვედრას ნატოს გენერალურ მდივანთანაც გამართავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამართავს შეხვედრას ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ქალბატონ მეცოლასთან. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა ახალ იმპულსს მოიტანს ამ ურთიერთობებში. წლის განმავლობაში ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება შემდგომი თანამშრომლობა და სწორედ ამ შეხვედრით მოხდება კონკრეტული საკითხების თუ პრიორიტეტების იდენტიფიცირება, - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.
თავდაცვის მინისტრი ირაეკლი ჩიქოვანი ირწმუნება, რომ საქართველოს ყველა მიმართულებით მნიშნელოვანი პროგრესი აქვს და ეს ევროკომისიის მიერ დეკემბერშ მიღებულმა გადაწყვეტილებამაც ცხადყო.
საქართველოს აქვს მნიშნელოვანი პროგრესი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით და ეს არის ხაზგასმული ყველა განცხადებაში, რომელსაც აკეთებენ ჩვენი პარტნიორები და ჩვენ ვთლით, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა შარშან დეკემბერში არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დასტური იმისა, რომ საქართველო არის სწორი გავითარები გზაზე, - ამბობს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.
ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრა თბილისის დროით 14:00 საათძე ჩანიშნული, დღის მეორე ნახევარშ კი ირაკლი კობახიძე იენ სტოლტენბერგს შეხვდება.