"პროვოკაციული და ანტიევროპული" - "ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება

21.02.24 11:36
"პროვოკაციული და ანტიევროპული" - "ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება

"ქართული ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. ოლიგარქის პარტია რეპრესიული კანონის ბოლომდე გატანას გეგმავს. ცესკოს მიტაცების სპეცოპერაციის პირველი რაუნდი "ოცნებამ" წარმატებით დაასრულა, თუმცა სალომე ზურაშვილი ფიქრობს, რომ ახალი კანონი ერთდროულად ვენეციის კომისიისა და ევროკაშირის მიერ გადმოცემულ 9 რეკომენდაციას ეწინააღმდეგება.

"ქართული ოცნება" პრეზიდენტის გადაწყვეტილებას "პროვოკაციად" აფასებს. მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილს თავს კიდევ ერთხელ ესხმის.

ჩვენ დავძლევთ არა მხოლოდ ამ კნაონპროექტზე დადებულ ვეტოს, სავარაუდოდ, რომელიც მან განაცხადა, არამედ დავძლევთ ნებისმიერ ვეტოს და ნებისმიერ პროვოკაციას. ანტიევროპული თუ რამეა, ეს არის ზურაბიშვილის განცხადებები, მისი სისულელეები. პროვოკაციის თავიც არ აქვს. ეს არის მისი ეგოს დაკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ ერთი, რასაც ეტყვიან მისი პატრონები, რა თქმა უნდა, იმას ასრულებს და მეორე, რომ რაღაცნაირად იტივტივოს ზედაპირზე. ჩვენ კარგად ვიცით, რომ თვეებია დარჩენილი მისი უფლებამოსილების ამოწურვამდე. ასევე ვიცით, თავისი დაანონსებულია, რომ სურს, რომ ოპოზიციაში იყოს ლიდერად და აქედან გამომდინარე, ახლა ცდილობს, როგორმე ყურადღება მიიქციოს, - ამბობს "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი. 

"ქართული ოცნების" წევრი გიორგი კახიანი ამტკიცებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით სალომე ზურაბიშილი ქვეყანაში რადიკალიზმს ახალისებს.  

როდესაც ქალბატონი სალომე ასეთ დესტრუქციულ გადაყწვეტილებას იღებს, ამით იგი აკეთებს ერთ რამეს მხოლოდ, ამით იგი ახალისებს რადიკალიზმს საქართველოში და ხელს უწყობს ამ რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც სრულიად უმოტივაციოდ და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე აკრიტიკებენ ამ კანონმდებლობას, ხელს უწყობს მხოლოდ მათ ნარატივს, - ამბობს გიორგი კახიანი. 

ოპოზიცია კი სალომე ზურაბიშილს ვეტოს სამართლიანს უწოდებს და ამბობს, რომ ხელისუფლება ცესკოს მიტაცებას ცდილობს.  

მსგავსი სიახლეები