NDI თბილისში შეხვედრებს აგრძელებს - დელეგაცია დილიდან დიპლომატებს შეხვდება

21.02.24 11:42
 NDI თბილისში შეხვედრებს აგრძელებს - დელეგაცია დილიდან დიპლომატებს შეხვდება

NDI-ის დელეგაცია თბილისში შეხვედრებს აგრძელებს. ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლები დილიდან დიპლომატებს შეხვდებიან. ამერიკელ და ევროპელ ექპერტებს აინტერესებთ გარე თვალისგან დანახული ქართული რეალობა: რას აკეთებენ პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნოდ და როგორია მათი ბრძოლის მეთოდები.

სიძულვილი და პოლარიზაცია უკვე დასახელებულია საქართველოს მთავარ გამოწვევად. დღევანდელი შეხვედრაც დახურულ კარს მიღმა იმართდება.

ამერიკული დელეგაციის წევრები თბილისში კიდევ ორი დღის განმავლობაში დარჩებიან. 

მსგავსი სიახლეები