„პუტინი ნავალნის რუსულ სააკაშვილს ეძახდა, ერთი მოიშორა, მე ბრძოლას ვაპირებ!"- მიხეილ სააკაშვილი

21.02.24 12:05
„პუტინი ნავალნის რუსულ სააკაშვილს ეძახდა, ერთი მოიშორა, მე ბრძოლას ვაპირებ!"- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ  ალექსეი ნავალნი პუტინმა მოკლა.

 „პუტინი ამბობდა, რომ ნომერ პირველი მტრები ნავალნი და სააკაშვილი იყვნენ” -  თქვა მესამე პრეზიდენტმა, მისი თქმით,  პუტინმა „ერთი მოიშორა, მეორე კი მის ხელშია”.

ამასთან, სააკაშვილის თქმით,  ნავალნისთან მიმოწერა ჰქონდა, სადაც რუსმა ოპოზიციონერმა 2008 წელს გაკეთებული განცხადებების  გამო ბოდიში მოიხადა.

ეს მოხდა ჩემთან მიმოწერის შემდეგ, ძალიან დავაფასე. ნავალნიმ გამოხატა მისი სოლიდარობა თავისი ციხის კამერიდან ჩემ მიმართ, მანამდე მოკლეს პოლიტკოვსკაია, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობდი, ნემცოვი რომელთანაც ბევრი უთანხმოება მქონდა, მაგრამ ძალიან ვმეგობრობდი და ახლა ნავალნი. პუტინმა ასევე საჯაროდ გამოთქვა სურვილი მე ჩამოვეკიდებინე ერთი ადგილი, პუტინი თავიდანვე დაიმუქრა რომ მე მოვხდებოდი ციხეში, თავიდანვე დაიმუქრა რომ მე აუცილებლად გამანადგურებდა ფიზიკურად, როდესაც ნავალნიზე საუბრობდა პუტინი, ამბობდა ეს არის რუსული სააკაშვილიო, ნავალნის არ ახსენებდა, მისთვის ნომერ პირველი მტრები სანამ ზელენსკი გაჩნდებოდა, ვლადიმერი ჩემი უშუალო შეფი ახლა, რადგან მე ვარ უკრაინის ნაციონალურ რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარე, ის ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილი და ნავალნი, გამოხატავდა ამას ყველანაირად, რომ იყვნენ მისი ნომერ პირველი მტრები, ერთი ნომერ პირველი მტერი მან მოიშორა, მეორე მის ხელშია, იმიტომ, რომ ყველაფერი რაც ეხება საქართველოს პენიტენციურ სისტემას თავიდან ბოლომდე კონტროლდება მათ შორის რუსული სპეცსამსახურების მიერ და ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ მე ვაპირებ მტრის ჯინაზე ვიბრძოლო სიცოცხლისთვის, აუცილებლად ვიბრძოლებ თქვენთვის, ჩემთვის სიცოცხლე არაფერს წარმოადგენს, მე ჩემი თავისუფლება, სიცოცხლე დავაგდე ქართველი ერის ფეხებთან და ვუთხრი აჰა, თქვენ შეგიძლიათ ეს აიღოთ, გამოიყენოთ როგორც ინსტრუმენტი თქვენი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ამოსასუნთქად, ჩვენი სიამაყის, იმედის დასაბრუნებლად და ეს აუცილებლად ასეც განხორციელდება", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები