26 ოქტომბერს იმედი დაუბრუნდება საქართველოს - მიხეილ სააკაშვილი
26 ოქტომბერს ჩვენ ვაძლევთ ხმას ჩვენს იმედს, 26 ოქტომბერს ჩვენ ვაძლევთ ხმას იმას, რომ იმედი დაუბრუნდება საქართველოს და თითოეულ ქართულ ოჯახს - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლოში დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველო მომერ პირველი რეფორმატორის სახელს დაიბრუნებს:
26 ოქტომბერს ჩვენ ვაძლევთ ხმას ჩვენს იმედს, 26 ოქტომბერს ჩვენ ვაძლევთ ხმას იმას, რომ იმედი დაუბრუნდება საქართველოს და თითოეულ ქართულ ოჯახს და იმას, რომ ჩვენ ყველანი ერთად რაღაც ახალ დიდს და განსაკუთრებულს ვქმნით, როგორც ეს განცდა იყო მანამდე. დიდი საქართველოს პროექტი, განსაკუთრებული საქართველოს პროექტი, მბრწყინავი საქართველოს პროექტი, რომელსაც მთელი მსოფლიო შენატრის. ასეთი იყო საქართველო - მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი და ეს ასე დაბრუნდება.