როგორ ანაწილებს ივანიშვილი კონვერტებით ფულს - რატომ გაწირეს ღარიბაშვილი? (სააკაშვილის პასუხი)

21.02.24 12:45
როგორ ანაწილებს ივანიშვილი კონვერტებით ფულს - რატომ გაწირეს ღარიბაშვილი? (სააკაშვილის პასუხი)

რატომ დასაჯეს ირაკლი ღარიბაშვილი? - საქართველოს მესამე პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ "ოლიგარქმა ყოფილ პრემიერს კორუფციის გამო "მოაძრო თავი".

სააკაშვილმა, იმ სქემაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ქართველი ოლიგარქი ბიუჯეტის ფულს ანაწილებს. 

დღეს როგორ ხდება ფულის განაწილება - ძირითადი ფული იკრიბება მთავარ ქურდთან, შემდეგ ის კონვერტებში ანაწილებს. ამას ჰქვია თეთრი კონვერტების დღე, როდესაც ნაწილდება სხვადასხვა ორგანოებს შორის, მათ შორის არიან მინისტრები, პარლამენტარები.

ივანიშვილი ვერ იტანს ქურდობას. ღარიბაშვილი „მოაძრო“ იმიტომ, რომ აღმოჩნდა, რომ ღარიბაშვილს თავისი „კასირი“ გაუჩნდა. ივანიშვილი თვლის, რომ მას პარავენ, რადგან ბიუჯეტის ფული მისია და ის ანაწილებს კონვერტებით და თუ გვერდზე შემოსავალი გაიჩინე, ამის გამო შეიძლება გაგაგდოს.

მთავარია რომ ეს მანკიერი სისტემა დარჩეს და ყველამ იცოდეს, რომ ეს ხელი, ივანიშვილის ხელი აჭმევს და ამ ხელს არ უნდა უკბინოს“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, ის ყოველთვის ებრძოდა მსგავს მანკიერებას.

მე ყველაფერს ვაკეთებდი, რომ პირადი მაგალითი მიმეცა იმისა, რომ მე არ ვაკეთებ ფულს და თქვენც არ გაგაკეთებინებთ. ყოველთვის არ გამოვიდა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში გამოვიდა. ამიტომ ჩვენი თითქმის არცერთი ყოფილი თანამდებობის პირი არ არის არათუ მილიონერი, არამედ არაა მდიდარი, ძალიან უჭირს ბევრს. ბევრი ამერიკაში მუშაობდა სატვირთო მანქანის მძღოლად, მტვირთავად. ეს ხალხი მინახავს. უბედურება და ტრაგედია დატრიალდა ჩვენს თავს"- დასძინა სააკაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები