"კობახიძესთან ბორელი იყო მკაცრი და უკომპრომისო" - ცნობები დახურული შეხვედრიდან

21.02.24 13:24
"კობახიძესთან ბორელი იყო მკაცრი და უკომპრომისო" - ცნობები დახურული შეხვედრიდან

"ბორელი იყო მკაცრი და უკომპრომისო" - საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის კულუარულ დეტალებს "პირველებს" "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი უყვება. რიკარდ იოზვიაკი წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა დახურულ კარს მიღმა კობახიძეს პირდაპირ უთხრა, რომ რეფორმები გასატარებელია და დასავლეთი პროცესში უკომპრომისო იქნება. პარტნიორებმა პრემიერს უთხრეს, რომ ოქტომბრამდე საქართველომ პირობები უნდა შეასრულოს და ამისთვის დრო ჯერ კიდევ არის. 

რაც ბორელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი გულწრფელი პოზიციაა. ის უბიძგებს საქართველოს და საუბრობს პირობების შესრულების საჭიროებაზე. ჩემი ინფორმაციით, დახურულ კარს მიღმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი იყო უკომპრომისო და მკაცრი. მან უთხრა მთავრობას, რომ ეს არის რაც უნდა გააკეთოთ. ჯერ კიდევ არის დრო ამის გასაკეთებლად. შემდეგი გაფართოების პაკეტი ოქტომბერში ან ნოემბერში მომზადდება და ის ეუბნება საქართველოს, რომ ჯერ კიდევ არის რეფორმების დრო. არჩევნები იქნება მნიშვნელოვანი ან ყველაზე მეტად მნშვნელოვანი.  ეს დებატის საგანია, თუმცა არჩევნებს ისინი ხედავენ როგორც დემოკრატიის ხარისხის ტესტს და განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან, - ამბობს იაზვიოაკი.

რიკარდო იაზოვიაკი ასევე ამბობს, რომ ასოცირების საბჭოს სხდომაზე უნგრეთმა საგარეო საქმეთა მინისტრი გამოუშვა, რომელმაც დახურულ კარს მიღმა მკაფიოდ დააფიქსირა მისი მხარდაჭერა საქართველოსთვის მოლაპარაკების პროცესის გახსნის შესახებ. ჟურნალისტი არ გამორიცხავს, რომ უნგრეთმა უწინდებურად ისევ შანტაჟის გზას მიმართოს. 

სიმბოლურია, რომ ასოცირების საბჭოს სხდომაზე უნგრეთმა საგარეო საქმეთა მინისტრი გამოუშვა. ამ საბჭოს სხდომებს, როგორც წესი, გაფართოების პოლიტიკის წარმომადგენლები, ახალგაზრდა დიპლომატები ესწრებიან, ეს ტექნიკური შემადგენლობაა, თუმცა უნგრეთიდან მას მთავრობის წევრი დაესწრო. ეს სიმბოლურიცაა და მიმანიშნებელი. უნგრეთის წარმომადგენელმა დახურულ კარს მიღმა მკაფიოდ დააფიქსირა მისი მხარდაჭერა საქართველოსთვის მოლაპარაკების პროცესის გახსნის შესახებ. მან თქვა, რომ გაფართოების პროცესში პრიორიტეტი მისთვის ისევ საქართველოა და ვფიქრობ, უნგრეთი ისევ იმ თამაშს თამაშობს. უკრაინას და მოლდოვას მხარს მხოლოდ საქართველოსთან ერთად დაუჭერს, - ამბობს იოზვიაკი.

მსგავსი სიახლეები