ე.წ. პიჯაკების საქმე თავდაყირა დგება - რა ჩვენება მისცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბოსმა

21.02.24 13:21
ე.წ. პიჯაკების საქმე თავდაყირა დგება - რა ჩვენება მისცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბოსმა

 

 

 

ე.წ პიჯაკების საქმე თავდაყირა დგება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბოსმა, ერთი ჩვენებით თქვა ის, რასაც თემურ ჯანაშიას ადვოკატები წლებია ამტკიცებენ. 

მღებრიშვილი, რომელსაც სახელმწიფო დაცვის სამსახური 2014-2015 წლებში 9 თვის განმავლობაში ებარა, ამბობს რომ ყველა დავალებას, რომელიც პრეზიდენტებისგან და მინისტრებისგან უწყებაში მიდიოდა, უსიტყვოდ ემორჩილებოდა და ეს კანონდარღვევად ვერ ჩაითვლებოდა. ფაქტობრივად ამ ჩვენებით დადასტურდა, რომ ჯანაშიას მიმართ არსებული ბრალი აბსურდია

დღეს დაცვის მხარის ადვოკატებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შეფს გაახსენეს ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის პერიოდი, ასევე ივანიშვილ-ღარიბაშვილის პერიოდი და პირდაპირ ჰკითხეს, ახსენდება თუ არა რომელიმე განკარგულება ან ბრძანება, რომელიც ქვეყნის პირველ პირს გაუცია და მას უარი უთქვამს ამის შესრულებაზე, ან ხომ არ გაუგია რომელიმე ბრძანება სხვა ხელმძღვანელის პერიოდში რომ არ შესრულებულიყო, რაზეც მღებრიშვილმა ღიად თქვა მოსამართლის პირისპირ, რომ პრეზიდენტებისა და პრემიერების განკარგულებები და ბრძანებები უსიტყვოდ სრულდება. შესაბამისად ეს კანონდარღვევად ვერ ჩაითვლებოდა. ამ ჩვენებით, ფაქტობრივად დადასტურდა, რომ ჯანაშიას მიმართ არსებული ბრალი გამოგონილია.

პროკურატურა თემურ მღებრიშვილის ჩვენების შემდეგ მძიმე მდგომარეობაშ აღმოჩნდა და აღნიშნული საქმის გადარჩენა დაიწყეს. პროკურორმა ჰკითხა მოწმეს, ოდესმე მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, მიუღია თუ არა ბრძანება ან განკარგულება, რომ პრემიერ ღარიბაშვილისთვის ბოტოქსისი ხარჯები დაეხარჯათ ან თუნდაც მისი შვილის დაფინანსების. 

შემდეგ უკვე დაცვის მხარემაც დააზუსტა ეს კითხვა და მომწე თემურ მრებრიშვილმა დააზუსტა, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახური არ არის უფლებამოსილი ბრძანების ან დადგენილების უკანონობა ან კანონიერება გამოიკვლიოს.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ კომენტარი გაკეთა მედიასთან და განაცხადა, რომ შინაარსობრივი თვალსაზრისით, თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ დღეს პროკურორები ბრალდებას უკან უნდა ითხოვდნენ, რადგან მათ "პიჯაკების საქმე" ამოუყირავდათ.

შეიძლება პროცესის დრამატურგია და პათოსი არ ქმნიდა იმის შთაბეჭდილებას, რომ საქმე ჩამოიშალა, მაგრამ შინაარსობრივი თვალსაზრისით, თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ დღეს პროკურორები ბრალდებას უკან უნდა ითხოვდნენ. 

ბატონმა მღებრიშვილმა ძალიან მკაფიოდ ისაუბრა, რომ როგორც ედუარდ შევარდნაძის, როგორც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას და ნებისმიერი პრემიერის დროს, რომელსაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ექვემდებარებოდა, სამსახურისთვის უმაღლესი თანამდებობის პირთა ბრძანებები, განკარგულებები შესასრულებლად სავალდებულო იყო, არ ახსენდება არც ერთი შემთხვევა, არც შევარდნაძის პერიოდში, არც სააკაშვილის, არც „ოცნების“ პერიოდში, სამსახურს რომ არ შეესრულებინა რომელიმე ბრძანება ან განკარგულება. უფრო მეტიც, მან თქვა ასეთი ფრაზა - არ მახსენდება, რომ ასეთ გადაცდომას ჰქონოდა ადგილიო, ანუ რომ არ შესრულებულიყო, სამსახურის მხრიდან გადაცდომა იქნებოდა. მას პროცესზე ვკითხე, არსებობს თუ არა რაიმე კრიტერიუმი, რამე წესი, რომელიც ადგენს სამსახურის უფლებამოსილება შეაფასოს ამა თუ იმ ბრძანების კანონიერება-არაკანონიერების შესახებ, რაზეც მან პასუხი ვერ გამცა, რომ მსგავსი წესი არსებობს. შესაბამისად, უკანონოა თუ არა გადაწყვეტილება, გემოვნების საკითხი არ უნდა იყოს, უნდა არსებობდეს წესი, ასეთი წესი არ არსებობს, რომელიც თეიმურაზ ჯანაშიას დარღვეული აქვს", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

რატომ იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელის, თეიმურაზ მღებრიშვილის დაკითხვა მნიშვნელოვანი? - თუ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერმინისტრობის დროს, (2014 წელი), როცა მღებრიშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი იყო, გაწეული ხარჯები დანაშაული არაა, მაშინ ავტომატურად მიხეილ სააკაშვილის დროს გაცემული განკარგულებებიც დანაშაული ვერ იქნება.

პროკურატურა მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროს თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის, 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვას ედავება.

 

 

 

მსგავსი სიახლეები