კობახიძე უამბიციო პრემიერი - ინტერვიუ თინა ხიდაშელთან
ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრი 2030-ში გახდება. საქართველოს ახალი პრემიერის მოსაზრებით, ქვეყანა კიდევ ექვსი წელი სჭირდება იმისთვის, რომ ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვდეს.
სკანდალური განცხადება კობახიძემ ბრიუსელში გააკეთა, სადაც ევროკავშირის ლიდერებს პირისპირ ესაუბრებოდა და არწმუნებდა, რომ თბილისში რეფორმებზე მუშაობა უწყვეტად მიდის.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს კი დარჩა განცდა, რომ ევროპაში ჩასულმა საქართველოს ახალმა პრემიერმა უამბიციობა გამოავლინა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას უფრო მკაფიო მესიჯი სჭირდება, რათა პარტნიორები დაარწმუნოს, რომ საქართველო ალიანსში გაწევრიანებისთვის ყოველთვის მზად არის.
პრობლემა ის არის, რომ ეს უამბიციობა საქართველოს ევროპულ გზაზე, რომელსაც მუდმივად ავლენს ეს ხელისუფლება. ჯერ კიდევ 2 წლის წინ, როდესაც მოლდოვამ და უკრაინამ განაცხადის წერა დაიწყეს, იმ დღესაც კი საქართველოს ხელისუფლება ამბობდა, რომ ჩვენ 2024 თვის ისედაც გათალისწინებული გვქონდა განაცხადის შეტანაო, იმ დღესაც კი, როდესაც მოდლოვა და უკრაინა უკვე განაცხადს სწერდნენ. 2023 არის ნათქვამი როგორც გაფართოების შესაძლო თარიღი, მაგრამ 2 წლის წინ საერთოდ არ იყო ამაზე ლაპარაკი. ისე სწრაფად ვითარდება მოვლენები, ისე სწრაფად იცვლება მოვლენები, რომ ყოველდღე მზად უნდა იყოს საქართველო იმისთვის, რომ ევროკავშირშ შევიდეს, თუკი გეოპოლიტიკური მდგომარეობა გახდება შესაბამისი. ამიტომ არაცვითარი 2030-ზე ორიენტირი საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს. დანაშაულებრივია ასეთი ორიენტირის გაჩენა. მზად უნდა ვიყოთ ხვალ. არაფერი, რასაც ევროკავშიორი ჩვენგან ითხოვს, არ საჭიროებს წლებს, - ამბობს თინა ხიდაშელი.