ცესკოს მიტაცებას არ ვაპირებთ, მოტაცება ვიცი მთვარის - ბექა ოდიშარია

21.02.24 14:04
ცესკოს მიტაცებას არ ვაპირებთ, მოტაცება ვიცი მთვარის - ბექა ოდიშარია

"ქართული ოცნების" წევრი ბექა ოდიშარია ამტკიცებს, რომ მმართველი გუნდი ცესკო მიტაცებას არ გეგმავს. სახელისუფლებო გუნდის წევრი ირწმუნება, რომ "ლელოც" და ნაცმოძრაობაც ერთია და საზოგადოებას არ სურს, რომ ცესკოში თანამდებობა ენმ-ს წევრს ეკავოს.

მოტაცება ვიცი მთვარის, კონსტანტინე გამსახურდიასი, არაჩვეულებრივი ნაწარმოებია, წაიკითხეთ და არაფრის მიტაცებას არ ვაპირებთ. მე გირჩევდით, რომ გაეცნოთ ჯერ ქართველი ხალხის ნება-სურვილს. ქართველ ხალხს არაფერში არ ეპიტნავება ის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი იყოს ცესკოში. "ლელო" და ნაცმოძრაობა ერთია, - ამბობს ბექა ოდიშარია. 

მსგავსი სიახლეები