გიორგი ვაშაძე - რატომ არის საქართველოში უმუშევრობა ყველაზე მაღალ დონეზე მთელ რეგიონში - იქნებ ბიუჯეტიდან ელიტისკენ მიდის ფული და არა ხალხისკენ?!

21.02.24 14:41
გიორგი ვაშაძე - რატომ არის საქართველოში უმუშევრობა ყველაზე მაღალ დონეზე მთელ რეგიონში - იქნებ ბიუჯეტიდან ელიტისკენ მიდის ფული და არა ხალხისკენ?!

„რატომ არის საქართველოში უმუშევრობა ყველაზე მაღალ დონეზე მთელ რეგიონში?! სომხეთსა და აზერბაიჯანში უფრო დაბალია უმუშევრობის დონე, აღარაფერს ვიტყვი თურქეთზე.“ - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში, ლევან ხუციშვილის მოსმენისას განაცხადა.

ვაშაძის განცხადებით, რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში უმუშევრობის დონე მაღალია, რასაც პასუხი ქვეყნის მთავარმა ფინანსისტმა უნდა გასცეს.

 „რატომ არის საქართველოში უმუშევრობა ყველაზე მაღალ დონეზე მთელ რეგიონში?! სომხეთსა და აზერბაიჯანში უფრო დაბალია უმუშევრობის დონე, აღარაფერს ვიტყვი თურქეთზე, რუსეთშიც უფრო დაბალია უმუშევრობა, შავიზღვისპირეთში უფრო დაბალია უმუშევრობის მაჩვენებელი, გეკითხებით, რატომ არის საქართველოში ამ დონის უმუშევრობის მაჩვენებელი? თქვენ ხომ ამბობთ 1 სულ მოსახლეზე ეკონომიკური მაჩვენებელი სომხეთზე მეტი გვაქვსო, მაშინ რა ხდება?! რატომ არის ჩვენთან უფრო მეტი უმუშევრობა, ვიდრე სომხეთში. აზერბაიჯანზე მეტიც ხომ გვაქვს ეკონომიკა, მაშინ რატომ არის ჩვენთან უფრო მეტი უმუშევრობა, ვიდრე აზერბაიჯანში, თუ შეიძლება ამ კითხვებს გაეცით ამომწურავი პასუხი, თქვენ ხართ ქვეყნის მთავარი ფინანსისტი- იქნებ ბიუჯეტიდან ელიტისკენ მიდის ფული და არა ხალხისკენ, ეს ხომ არ არის ამის მიზეზი?!”- განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები