გამუდმებული თავდასხმები ჟურნალისტებზე და ხელისუფლების ბოიკოტი მედიას - NDI-ის სადამკვირვებლო მისია მედიის წარმომადგენლებს ხვდება

21.02.24 15:42
გამუდმებული თავდასხმები ჟურნალისტებზე და ხელისუფლების ბოიკოტი მედიას - NDI-ის სადამკვირვებლო მისია მედიის წარმომადგენლებს ხვდება

გამუდმებული თავდასხმები ჟურნალისტებზე და ხელისუფლების ბოიკოტი მედიას - NDI-ის სადამკვირვებლო მისია მედიის წარმომადგენლებს ხვდება.

დახურულ კარს მიღმა მედიის წარმომადგენლები ამერიკელ და ევროპელ ექსპერტებს დეტალურად უყვებიან, რა საფრთხეებს შეიცავს ქვეყანაში კრიტიკული მედიის არსებობა.

"ტვ პირველის" გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ საჭიროა, NDI-ის წარმომადგენლები ინფორმირებულები იყვნენ საქართველოში არსებული მედია გარემოს შესახებ, რადგან ქვეყანას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები უახლოვდება.

უდუმაშვილი არ გამორიცხავს, რომ წინასაარჩევნოდ, ჟურნალისტების სამუშაო გარემო რთული და დაძაბული იქნება.

NDI-ის წარმომადგენლებს გავაცნოთ ის მედია გარემო, რომელშიც უწევთ მუშაობა დღეს ჟურნალისტებს საქართველოში და განსაკუთრებით, მედია გარემო კიდევ უფრო გაუარესდება, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები და ჩვენ ამის პრაქტიკა გვაქვს, ამიტომ ყველა იმ დეტალზე გავამახვილებთ ყურადღებას, რა პირობებშიც დღეს მედიას უწევს მუშაობა. ეს არის ძალიან რთული პირობები და ამ პირობების გამოსწორებას "ქართული ოცნებისგან" არ ველოდებით, რადგან ახლა ისინი მაქსიმალურად გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნონ, შესაბამისად მედიასაც მოუწევს ძალიან რთულ ვითარებაში მუშაობის გაგრძელება", - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

ტელეკომპანია "ფორმულას" წარმომადგენელი გიორგი თარგამაძისთვის მთავარ მოთხოვნას ჟურნალისტებისა და ოპერატორების ფიზიკური უსაფრთხოება და ფინანსური პრობლემები წარმოადგენს, რაც ძირითად შემთხვევაში არასამთავრობო მედიას ეხება. თარგამაძემ "პირველებთან" საუბრის დროს აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები კრიტიკულ ტელევიზიათა პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობას არ იღებენ, ამიტომ მისი თხოვნაა, NDI-მ მთავრობის წევრებს მოუწოდოს, შეწყვიტონ ჩვეული პრაქტიკა და დაიწყონ ეთერებში სიარული.

ჩემი პირველი რჩევა და თხოვნა რაც იქნება დასავლელი პარტნიორებისადმი არის ის, რომ მათი შეფასებები იყოს თანმიმდევრული, პერიოდული საიმისოდ, რომ არჩევნებამდევე მივიდეთ შედარებით გაუმჯობესებული სიტუაციით. რაც შეეხება პრიორიტეტებს, პირველი ეს არის, ჩვენი ჟურნალისტების და ოპერატორების ფიზიკური უსაფრთხოება. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც უკავშირდება განსაკუთრებით ტელეარხებს, ფინანსურ პრობლემებს და იმ ხელოვნურ წინაღობებს, რომლებსაც ხელისუფლება საკანონმდებლო ცვლილებებით თუ ადმინისტრირებით უქმნის ტელევიზიებს, მათ მფლობელებს. და მესამე, ეს არის ჩვენი თხოვნა, დაგვეხმარონ დებატების უზრუნველყოფაში", - თქვა გიორგი თარგამაძემ.

ასევე ნახეთ - აშშ-ს ელჩის გაფრთხილება "ოცნებას".

მსგავსი სიახლეები