"შენ იქნები ყოველთვის წარუმატებელი პოლიტიკოსი" - მაჭარაშვილის იერიში თინა ბოკუჩავაზე
"ხალხის ძალის" ლიდერის თავდასხმა თინა ბოკუჩავაზე - გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს "წარუმატებელი პოლიტიკოსი" მას შემდეგ უწოდა, რაც ენმ-ის წევრმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ "ოცნებას" არ გააჩნია პოლიტიკური მზაობა ევროკავშირის 9 დათქმა განახორციელოს.
მაჭარაშვილი ბოკუჩავას ნაადრევი პოლიტიკური დასკვნების გამოტანისგან თავის შეკავებას მოუწოდებს და ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა საქართველო არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსშიც კი გაწევრიანდეს.
თინა ბოკუჩავას არავინ არაფერს არ ეკითხება არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. პრაქტიკულად, პოლიტიკური გადაწყვეტილებებია დარჩენილი იმასთან დაკავშირებით, გაწევრიანდება თუ არა საქართველო ევროატლანტიკურ ალიანსში. ეს ნათქვამი აქვს არა საქართველოს მხარეს მხოლოდ, არამედ ევროპის მხარეს და ეს რომ სწყინს საქართველოს პარლამენტის წევრს, მიუხედავად ოპოზიციონერებისა, შენ იქნები ყოველთვის წარუმატებელი პოლიტიკოსი", - ამბობს მაჭარაშვილი.