ბომბეიდან თბილისამდე გვირაბის გათხრას აბრალებენ პრეზიდენტს - მსხილაძის პასუხი პაპუაშვილს
"ბომბეიდან თბილისამდე გვირაბის გათხრას აბრალებენ პრეზიდენტს," - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პარლამენტის თავმჯდომარეს პასუხობს.
გიორგი მსხილაძე პაპუაშვილის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მწვავე კრიტიკის პასუხად ამბობს, რომ პაპუაშვილი დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან წარმოადგენდა არა პარლამენტის თავმჯდომარეს, არამედ - პარტიის.
მან პრეზიდენტის ინსტიტუტს შეურაცხყოფა მიაყენა. პრეზიდენტი სახელმწიფოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობაში დაადანაშაულა. ფილმ “მონანიების“ პერსონაჟად მეგონა თავი, როცა პრეზიდენტს ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრას აბრალებენ. მიუღებელია, როცა ხელისუფლების ერთი შტო მეორე შტოს მისამართით ასეთ ბრალდებებს ისვრის“, - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.
სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პოლიტიკური ანგარიშსწორების კიდევ ერთი მცდელობა იყო - შალა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტი გააკრიტიკა და თქვა, რომ ქვეყნის მთავარსარდლის პარლამენტში წოველწლიურმა გამოსვლამ გაწბილებისა და გულისდაწყვეტის ემოცია დატოვა.