"გამორჩეული და შესანიშნავი გამოსვლა" - პარლამენტში პაპუაშვილის ქება სარჯველაძემ გააგრძელა

22.02.24 17:02
"გამორჩეული და შესანიშნავი გამოსვლა" - პარლამენტში პაპუაშვილის ქება სარჯველაძემ გააგრძელა

პარლამენტში სხდომათა დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის ქება კვლავ გრძელდება. ქართული ოცნების დეპუტატები დღეს ერთმანეთის მიყოლებით აქებენ შალვა პაპუაშვილს და ოპოზიციის კრიტიკის გამო ხოტბას ასხამენ.

მიხეილ სარჯველაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან პაპუაშვილის ქება მოუწონა თანაპარტიელს, თუმცა აღნიშნა, რომ ის ეპითეტები არასაკმარისია და დაამატა, რომ პაპუაშვილის გამოსვლა "გამორჩეული და შესანიშნავი" იყო.

დღეს ჩემმა ერთმა კოლეგამ თქვა, რომ ეს იყო ძალიან კარგი გამოსვლა შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარის ანგარიშის სახით, ვიტყოდი, რომ არასაკმარისია ამის თქმა და უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო მართლაც გამორჩეული და შესანიშნავი გამოსვლა. არ ესიამოვნათ და ეწყინათ, რა თქმა უნდა, როდესაც ამხილეს, გააშიშვლეს, რენტგენის სხივებით გააშუქეს და თქვეს, რომ არცერთ სხდომას ნდობის ჯგუფისა არ დასწრებია ოპოზიციური კვოტით იქ მყოფი კონკრეტული დეპუტატი.
ბატონი ვაშაძის გამოსვლებზე, რომელიც ბოლო ხანებში მაღალ რეგისტრში საუბრის გამო, არ ვიცი, დაემსგავსა ეს ყველაფერი აკუსტიკურ ანტისანიტარიას,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წლიური ანგარიშის საკანონმდებლო ორგანოში წარდგენამ, სადაც სიტყვის დიდი ნაწილი ოპონენტების კრიტიკას დაეთმო, მმართველ დეპუტატებში მოწონება დაიმსახურა. მაგალითად, "ოცნების" დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა შალვა პაპუაშვილს, წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე თან შეაქო და თან "უსაყვედურა".

"საქმიანი, მშვიდი, მეგობრული" - ეს ეპითეტები კი პაპუაშვილმა რიმა ბერაძისგან დაიმსახურა.

მსგავსი სიახლეები