"ოცნება" აღიარებს, რომ სასამართლოში პრობლემებია, ე.წ. ვეტინგის სისტემა კი მიუღებელია - კორძაია შეხვედრის დეტალებზე

22.02.24 20:51
"ოცნება" აღიარებს, რომ სასამართლოში პრობლემებია, ე.წ. ვეტინგის სისტემა კი მიუღებელია - კორძაია შეხვედრის დეტალებზე

სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე შეხვედრა ოპოზიციონერი დეპუტატების დიდმა ნაწილმა დატოვა. შეხვედრიდან გამოსული ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ კამათი და დაპირისპირება ე.წ. ვეტინგის სისტემის სასამართლო სისტემაში შემოტანაზე მსჯელობას მოჰყვა. 

როგორც თამარ კორძაია ამბობს, "ოცნების" დეპუტატებმა შეხვედრაზე აღიარეს, რომ სასამართლო სისტემაში პრობლემებია, თუმცა დეტალებზე ოპონენტებთან არ ისაუბრეს. გარდა ამისა, კორძაიას თქმით, "ოცნების" მხრიდან ოპოზიციის მისამართით ბრალდებები ისმოდა შეხვედრის დროს. 

ე.წ. ვეტინგის სისტემა, რასაც "ოცნება" არ იზიარებს, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შეფასების მექანიზმის შემოღებას ნიშნავს.  

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ჩვენ არ უარვყოფთ, რომ რაღაც პრობლემები არის სასამართლოში, მაგრამ არა ამ მასშტაბის. დავუსვით შეკითხვა, რომ რა პრობლემებია, ის მაინც გვითხარით და მსჯელობა მიდის, გვჭირდება თუ არა ვეტინგის სისტემა, არ გვჭირდება, თქვენ ბრალს გვდებთ. დღევანდელი შეხვედრა არ ვარ დარწმუნებული, რომ რამე შედეგამდე მივა,“ - ამბობს თამარ კორძაია.

ევროკავშირის კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელიც ჩაგდებისთვის არის განწირული - უმრავლესობისა და ოპოზიციის რიგით მესამე შეხვედრაც წარუმატებელი აღმოჩნდა.

"ვერაფერზე შევთანხმდით, კამათი სხვა განზომილებაში გადაიზარდა" - ეს განცხადება კი ხატია დეკანოიძემ შეხვედრის დატოვების შემდეგ გააკეთა

მსგავსი სიახლეები