ნავალნის გუნდი: "მოწმობაში ნათქვამია, რომ ნავალნი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა"

22.02.24 21:06
ნავალნის გუნდი: "მოწმობაში ნათქვამია, რომ ნავალნი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა"

ალექსეი ნავალნის გუნდმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ოპოზიციური პოლიტიკოსის გარდაცვალების მოწმობაში ნათქვამია, რომ ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

ალექსეი ნავალნის დედის, ლუდმილა ნავალნაიას ინფორმაციით, მან შვილის ცხედარი ნახა. ნავალნაიამ თქვა, რომ შვილის ცხედარი ქალაქ სალეხარდში იმ ციხესთან ნახა, სადაც ის დეკემბრიდან პატიმრობაში იმყოფებოდა. ნავალნაია ამბობს, რომ გამომძიებლები მას „აშანტაჟებდნენ“ მისი შვილის დაკრძალვის დეტალების დადგენის მიზნით.

მსგავსი სიახლეები