რატომ ამბობს სასამართლოში ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღებაზე უარს "ოცნება" - პაპუაშვილის განცხადება
„ყველა აღმოჩნდა მტყუანი ქართულ მართლმსაჯულებასთან“ - შალვა პაპუაშვილი პარლამენტში გამართული სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ ოპოზიციას ვეტინგის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით არგუმენტები არ აქვს.
პაპუაშვილის თქმით, „ოცნებისთვის“ მიუღებელია ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღება მიუღებელია.
ერთადერთი საკითხი, რასაც ისინი აყენებენ და არ გახლავთ არანაირი მოთხოვნა ვენეციის კომისიის, არის ვეტინგის სისტემა, რომლის მიხედვითაც, მათ შორის უცხოელი საელჩოების მიერ დანიშნული ხალხი ჩაერთვება ქართველი მოსამართლეების გადამოწმებაში. ჩვენ ამასთან დაკავშირებით დავსვით კითხვა, რა არის საფუძველი ამის, რატომ უნდა გავაკეთოთ, ამის არგუმენტი ვერ მივიღეთ. იყო არგუმენტი, თითქოს ნდობა არ არსებობს ან ვკითხეთ, რაიმე უსამართლო გადაწყვეტილებები გამოდის, მაგალითი დაგვისახელოთ - არცერთი მაგალითი არ დასახელდა სასამართლო გადაწყვეტილების, რომელზეც იქნებოდა ეჭვი, რომ სისტემური პრობლემა არის,“ - ამბობს პაპუაშვილი.
სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე შეხვედრა ოპოზიციონერი დეპუტატების დიდმა ნაწილმა დატოვა. შეხვედრიდან გამოსული ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ კამათი და დაპირისპირება ე.წ. ვეტინგის სისტემის სასამართლო სისტემაში შემოტანაზე მსჯელობას მოჰყვა.
"ვერაფერზე შევთანხმდით, კამათი სხვა განზომილებაში გადაიზარდა" - ეს განცხადება კი ხატია დეკანოიძემ შეხვედრის დატოვების შემდეგ გააკეთა.