ქუთაისის ცენტრში მამაკაცი დაჭრეს
ქუთაისის ცენტრში მამაკაცი დაჭრეს. მესხიშვილის თეატრთან მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ეზოში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, უცნობია.
მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ამ დროისთვის სამართალდამცავები ადგილობრივებს კითხავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.